ქეთი დოლიძე: რობერტ სტურუამ გადაწყვიტა უზომო შეურაცხოფა მომაყენოს – სააკაშვილზე საშიში ვარ, არა?

 რეჟისორი ქეთი დოლიძე რობერტ სტურუას განცხადებას პასუხობს. როგორც “კვირას” პრესკლუბში დოლიძემ განაცხადა, სტურუა ფესტივალ “საჩუქარს” ებრძვის და ეს ფაქტი მისთვის აღმაშფოთებელია.
“ჩვენ ვართ ბავშვობის მეგობრები, ნაცნობები, მე წერილობით გავეცი პასუხი და ეს საკმარისია. მოიძიეთ და წაიკითხეთ. მე ასე მგონია, რომ იმ ფესტივალებს, რომლებშიც თეატრი არ ფიგურირებს, რობერტ სტურუა არასდროს არ ებრძვის, ის რატომღაც ებრძვის ფესტივალ “საჩუქარს”, თუმცა ამ ფესტივალზე ჩემი სპექტაკლი არ არის წარმოდგენილი. ამ ფესტივალზე ჩამოდის უმაღლესი კლასის რეჟისორების სპექტაკლები. მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რობერტ სტურუას რისხვა ვისკენ არის მიმართული და თუ ის რუსთაველის თეატრის კარს დაუკეტავს ფესტივალ საჩუქარს, ეს მისი პასუხისმგებლობაა. დანარჩენი პასუხი არის ჩემს ფეისბუქზე. მას ეტყობა არ სჭირდება ჩემი გვერდში დგომა. მაგრამ, რას იზამ, არ არის სწორი იმის თქმა, რომ რობიკო მაინც რობიკოა – ასე არაა. რაც უფრო დიდი ხარ რეჟისორი, მით უფრო მოგეთხოვება ჰუმანიზმი”, – განაცხადა ქეთი დოლიძემ  “კვირას” პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ ქეთი დოლიძის აღნიშნული კომენტარი რობერტ სტურუას იმ განცხადებას ეხებოდა, რომელიც რეჟისორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ხაზარაძე რ.-ვ.-ბონდო.
ვიცი, რაც მელის, ჩემო რობიკო, შენც, ვითომ მტერო, ეკა და თქვენც, გაოგნებულო ნათესავებო, მაგრამ, ვერ გავჩერდები: თქვენ ქვეყანას, სააკა კი არა, ამ ტიპის ადამიანები ანადგურებენ. ამიტომ გეკითხებით, არ შეიძლება ამაობების ბელადებმა, ჩემი უწმინდესი გურუს სახელით ( ბატონი მიშა თუმანიშვილის ვგულისხმობ ) თავის თეატრალური ვამპირიზმით, მერე კი უნიჭო სპექტაკლების შედევრებად გამოცხადებით ნუ შეიწუხებენ თავს! და რაც აგიჟებს ყველას: უფერული ოჯახის წევრების “ხელოვნებას” თავის ჩაძირულ ოცნებების გამო ნუ გაანადგურებენ ჩვენ ნაღდ სიმდიდრეს ?!
7819987F-79B1-4F81-B1EE-2EF90EA01146_mw1024_s_nნუთუ ამ სენს, როგორც ებოლის ციებ-ცხელებას სამყარო ვერ უნდა მოერიოს ?!
დღეს უცხოეთის თეატრალური ფესტივალებზე წასვლა ყველა თეატრს შეუძლია, ოღონდ ფული მისცეს მთავრობამ ან ოლიგარხმა! და რა გასაკვირვია, რომ სწორედ მაშინ უვარდებიან ეს უცნაური, ამბიციური ქალები ბედკრული საქართველოს ბიუჯეტის გამგებლებს ჯერ მუხლებში, მერე ტირილით, მერე ჩხუბით, მერე ცნობილი მსახიობების ან რეჟისორის სახელით გამაოგნებელი სიშმაგით მოითხოვენ თანხას, რომელსაც მერე, თბილისის მერი ჩვენგან ქამრის შემორტყმას მოითხოვს . წრუწუნებივით გამოცურცლეს უნიჭო ჭკუაარეულმა “ქალწულებმა” მთავრობას დიდი თანხა და ამაყად დაიარებიან: მეც ვაჯობე “კატასაო”.
არ კმარა ეს უსამართლობა? როდემდე?
ძალიან ვთხოვ იმ ორ ქალწულს მე აღარ მომმართონ თხოვნით. და საერთოდ გუდ ბაი! გაიგეთ!”
ამ წერილს შენ ვერ დაწერდი, ვიცი, ამიტომ ვწერ მე – ვიტოლდი!
დღეს შენთან ჩამოვედით, გრიგოლეთში და დუდანამ შენ ოთახში გაგვიშალა საწოლი. ხვალ ბახმაროში და 15-ში თბილისში – და 15 ბილეთი”, – წერს სოციალურ ქსელში სტურუა.
აღნიშნულ სტატუსს ქეთი დოლიძემ სოციალურ ქსელშიც უპასუხა.
“რობერტ სტურუას!
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ამ სტატუსის ქვეშ წერია ის, რითაც ხანდახან თავს ვირთობ… ”ფორჩუნ კუკით” ვერთობი! აი დღეს მომწერა, დროა სხვა გზა აირჩიოო. ჰოდა, ვირჩევ!
მეყოფა ამდენი ტკივილის, შეურაცხყოფის, დაუმსახურებელი ბოღმის ყლაპვა, რომელიც ჩემსკენ ღვარცოფივით მოედინება… ვუპასუხებ, რადგან, ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს, მუდამ ჩემგან თაყვანისცემის მეტს ვერაფერს ხედავდა, მაგრამ რადგან მართლაც დელფოსის ორაკულის სტატუსი საბოლოოდ მოირგო (ის, მისი ტალანტისა და ნიჭიერების გამო, რა თქმა უნდა, ძალიან გამჭრიახია), უკვე ყველაფრის უფლებას აძლევს თავს, რადგან დოსტოევსკის გმირის არ იყოს, ალბათ თვლის, რომ “Все дозволено!”
ჩემი საუკეთესო წლები უნივერსიტეტის სტუდენტმა რობიკო სტურუას სახლში გავატარე. მაშინ თუმანიშვილთან სწავლობდა 2 კურსზე და დიდი მაესტრო სწორედ მან შემაყვარა….
დღეს, რობერტ სტურუამ გადაწყვიტა უზომო შეურაცხყოფა მომაყენოს?????!!!!!!!
რატომ? რისთვის? ჩემი ერთგულებისა და სიყვარულისთვის?
რობიკო! უნდა გიპასუხო შენს პასკვილზე, რადგან ასეთი ტკივილი ჩემთვის არავის მოუყენებია.
ეს ”დანოსს” გავს, ”დანოსს”, როგორც კლდიაშვილთანაა. ეს დაგეგმილი, გათვლილი, მზაკვრული ”დანოსია”, რომლის მიზანიცაა დაამხოს ფესტივალი ”საჩუქარი”, სიბრაზე, გამოწვეული ჩვენი თეატრის წარმატებით! სასაცილოა, რობერტ სტურუამ, რომელსაც მსოფლიოს უამრავი ფესტივალი უკრავდა ტაშს, არ იცოდეს, რომ ასეთ ფესტივალებზე ვერაფერს ”ჩააწყობ”!
შენ ჩვენს თეატრში არც ერთი სპექტაკლი არ გინახავს ”დონ ჟუანის” შემდეგ. არასდროს ყოფილხარ ჩვენი გულშემატკივარი….
როცა ”ნადირობის სეზონის” პრემიერა – გასინჯვაზე ვიყავი, ისე მწარედ ვქვითინებდი, რადგან ეს სპექტაკლი თეატრთან შენს დამშვიდობებად აღვიქვი და შემეშინდა, რომ თეატრს ემშვიდობებოდი… ამას ბრწყინვალედ ახერხებ, რადგან დიდი ნიჭით დაგაჯილდოვა ღმერთმა.
ახლა მითხარი, რა თამაშია ეს ახალი, შენს მიერ წამოწყებული! შენ ფეისბუკითაც ერთობი, შენთვის ეს კიდევ ერთი სპექტაკლია, რომელსაც შენი გამოგონილი პერსონაჟით, მულტფილმების გმირს რომ წააგავს, ვიტალი ბონდო ხაზარაძით მართავ.. ”აი და რობიკ! აი და სუკინ სინ” – პუშკინსაც დაესესხე ალბათ და მთელი დღე და ღამე ამით ერთობი…
ესე იგი, სააკაშვილზე საშიში ვარ, არა?? იქნებ ამას სხვა მიზეზი აქვს, ბევრად უფრო მზაკვრული? სწორედ ახლა დაგჭირდა ეს პასკვილი, რომ ფესტიავალ ”საჩუქარს” ლახვარი ჩასცხო და რუსთაველის თეატრის კარი ჩაუკეტო? გახსოვს 1998, 99? შენი ოფიციალური წერილი, ფესტივალს რომ გამოუგზავნე? ”ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში უზნეობად მიმაჩნია ფესტივალების ჩატარებაო?” და ამას ვინ წერს? დიდი რეჟისორი, რობერტ სტურუა? აბა, სარაევოში ომის მერე დაბადებული ფესტივალიც უზნეობაა? ედინბურგი 1947 წელს დაარსდა ომით დანგრეულ ქალაქში – ესეც უზნეობა იყო??? დიდი რობერტ სტურუა, რომელსაც სრულიად დამსახურებულად, ღმერთმანი ასე ვთვლი და ყოველთვის ვთვლიდი, ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებამ აჩუქა სახლი, მერე კი ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი თეატრი აუშენა? მე ეს ხომ არ გამკვირვებია? მე შენზე კარგი ადამიანი ვარ და ასეთად მოვკვდები რობიკო, მამისეულ სახლში, 1998 წელს, სწორედ ფესტივალის გამო აკიდებული ვალით, ყოველ წუთას რომ დღესაც სახლიდან გაგდებით მემუქრებიან, შენ კი, მე მგონი დამსახურებულად თეატრში ცხოვრობ… ჰო, ჩვენ, ქალები ვაკეთებთ ორ დიდ ფესტივალს. იქნებ მიზეზი კიდევ უფრო ღრმაა? აბა, რატომ არ უნდა უშვებდეს თავის თეატრში და რატომ უნდა ებრძოდეს იმ ფესტივალს რობერტ სტურუა, სადაც პიტერ ბრუკის, რიმას ტუმინასის, ანი ბოგარტის, ანდრეი კანჩალოვსკის, პაკო პენიას, მისივე მსახიობების ხელოვნებას აჩვენებენ? შენ ხომ რობიკო, არასდროს შეებრძოლები არც ელისო ვირსალაძის, არც ვატო კახიძის და არც ჯაზ-ფესტივალს???? ან როგორ უნდა იკადრო ეს? აბა ხელოვნების თუ თეატრის ფესტივალები აკოტრებს მხოლოდ მერიას და ხაზინას???? ჩვენი თეატრი გროშებით ცხოვრობს, შენი თეატრისთვის კი ხაზინა ღიაა! ვინმემ, ოდესმე გავაპროტესტეთ? რატომ გავს ასე შენი პასკვილი შენი მართლაც კარგი არტისტის, ზაზა პაპუაშვილის პასკვილს??? ეს რა შეთქმულებაა? წარმოუდგენელია ეს ცინიზმი… მაგრამ შენ ხომ მაღალი ”ბომონდის” მამა და ორაკული ხარ! მე კი, ვიღაც ”უნიჭო”, რომელმაც ”ჩაწყობით” და ”ხელების ბაკუნით” 20-ზე მეტად გავიყვანე საზღვარგარეთ მარჯანიშვილის თეატრი, ”ქართული ხმები”, ”საჩინო”, ”ანჩისხატის გუნდი”…. და ისევ და ისევ ჩვენი თეატრი… ის, რაც შენ იკადრე, მამკაცის საქციელს არ გავს, თუმცა შენი ”დანოსი” განკუთვნილია იმათთვის ვინც შენი გათვლით უნდა შემიძულოს: მაყურებელი და რაც მთავარია – მთავრობა!!! აი, შენი მიზანი!!! აბა, მოდით, წამოდით ომით ქალებზე! წინ გაუძეხი, რობიკო. აკი ქალებით დახუნძლულ სპექტაკლს დგამ. მარტო მე არ მოგდივარ თვალში? იქნებ იმიტომ, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ? ერთი მაღალჩინოსანის ცოლმა მითხრა 1999-ში, ხელისუფლებას რას ერჩი, შენი კოლეგები, რობიკო სტურუა და სხვები გერჩიან და ჩვენ რა დაგიშავეთო? როცა თუმანიშვილის სამტომეული მოგართვი საჩუქრად, მადლობა რატომ მითხარი? რატომ მიიღე ამ ”უღირსი ქალის” ხელიდან ეს საჩუქარი? თუნდაც მთელი შენი სამეგობრო გადამეკიდოს…. მე მეცოდები… შენ ოლიმპოდან მემუქრები, განრისხებული ზევსივით, მე მეცოდები…. ჰამლეტი არ ვარ, მაგრამ ჩემზეც ვერავინ დაუკრავს.. გეყოფათ, მამაკაცებო ჩემი ჯიჯგნა! შენ კი რობიკო, შეგახსენებ, რომ შენი დის მეგობარი ვარ და დუდანასიც, ჩემს კოკასაც უზომოდ უყვარდი და ჩემი მამაც უზომოდ ნიჭიერ კაცად გთვლიდა. მამაშენს ჩემი პორტრეტი აქვს დახატული და დეიდა ცუცა, დედაშენი ჩემი მესაიდუმლე იყო… ვეცდები ის მეორეკურსელი რობიკო მახსოვდეს, მიშაზე რომ მიყვებოდა და თავისი დას მის ოთახში საყვარელ ბაყაყს უხატავდა… მეც ვთხოვდი, დამიხატე მეთქი… ნება მომეცი, ”ნადირობის სეზონი” დახურულად გამოგიცხადო!!!!!! P.S. მ. თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ”საჩუქარი” კი, მკითხველს და ბონდო ვიტალი ხაზარაძეს შევახსენებ, 17 – 31 ოქტომბერს გაიმართება”, – მიმართა დოლიძემ სტურუას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები