ღვარცოფული ნაკადის გამოვლის მიზეზებს გეოლოგები სწავლობენ, დატბორილია ხუთი სახლის პირველი სართული – ყაზბეგის მერი

“ღვარცოფული ნაკადის გამოვლის მიზეზებს გეოლოგები სწავლობენ. მათ ჩაატარეს კვლევა და რამდენიმე დღეში დასკვნას დადებენ. იმის მიხედვით შემდეგ ვიმოქმედებთ”, – ამის შესახებ ყაზბეგის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია ღვარცოფული ნაკადის გამოვლა სწორედ ამ ტერიტორიაზე. დასახლებულ პუნქტს არ შეუქმნა საშიშროება, მაგრამ წყლის მასამ გამოიარა რამდენიმე ოჯახზე. შედეგად, დაიტბორა სახლების პირველი სართულები. დაახლოებით, 5 სახლია და ვინახულეთ ეს სახლები.

დილით მოვიდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან სპეციალისტები, გეოლოგები. მათ ჩაატარეს კვლევა და რამდენიმე დღეში დასკვნას დადებენ. იმის მიხედვით შემდეგ ვიმოქმედებთ. გეოლოგებმა რაც ნახეს და გვითხრეს, ეს არის ღვარცოფული მასა.

ჩამოსული იყო რწმუნებული პირველ მოადგილესთან ერთად და ერთად შემოვიარეთ, ვნახეთ ყველა ობიექტი, სადაც ეს ღვარცოფის ჩამოვიდა. გერგეტის უბანზე მივიყვანეთ ტექნიკა, რათა იქ მოსახლეობას საშიშროება არ შექმნოდა“, – განაცხადა ყაზბეგის მერმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას და დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები