კულტურის მინისტრი: რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გარკვეული ცენზი აუცილებელია (ვიდეო)

კულტურის სამინისტროსთან სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყო, სადაც მინისტრის, მიხეილ გიორგაძის მიერ 1 სექტემბერს ხელმოწერილი ბრძანება გააპროტესტა. ბრძანების მიხედვით, სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიური თანამდებობა უკავია. აქციას გამოეხმაურა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. მისი თქმით, 1 სექტემბერს განხორციელებული ცვლილება პროცესს უფრო დემოკრატიულს და გამჭვირვალეს გახდის.
“გარკვეული ცენზი რექტორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია, ეს გულისხმობს იმას, რომ რექტორის თანამდებობის მსურველ პირს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ეს ცენზი აუციელებლია. ხოლო ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მოღვაწე ადამიანს შეუძლია მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, დემოკრატიულობის მაჩვენებელია,“ -განაცხადა მინისტრმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kL1O1yLbOH8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები