ქართული დიასპორის და პორტალ „კვირას“ ორგანიზებით პოლონეთში ქართული კულტურის დღეები გაიხსნება (ვიდეო)

პოლონეთში ქართული კულტურის დღეები გაიხსნება (ვიდეო) ვარშავაში ქართული კულტურის დღეები ოქტომბერში ჩატარდება. ღონისძიება 3 დღე გაგრძელდება და მოიცავს როგორც ფოლკლორს, კონცერტებს, ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენას, ისე თეატრალურ წარმოდგენებს, ქართული პროდუქციის წარმოჩენას და სხვა არაერთ კულტურულ ღონისძიებას. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს საელჩო ვარშავაში, თანაორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერი კი – საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა”.
ვარშავაში დაგეგმილ ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა პოლონეთში ეკა ლოლაძემ და “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა “კვირას” პრესკლუბში ისაუბრეს.
ეკა ლოლაძის თქმით, პროექტის ფარგლებში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი პროდუქცია წარმოაჩინონ: “ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქართულ კომპანიასთან, რომ ჩაერთონ პროექტში და საკუთარ პროდუქციას გაუწიონ პოპულარიზება, რაც ქართული კულტურის დღეების ერთ-ერთი ნაწილი იქნება. ასევე იგეგმება ქართული ტრადიციული სამზარეულოს კუთხის გახსნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, ადგილზე დააგემოვნონ ჩვენი კერძები.” როგორც ანა ჩანგიანმა აღნიშნა, “კვირას” თანაორგანიზატორობითა და საინფორმაციო მხარდაჭერით ეს პოლონეთში გამართული უკვე მესამე ღონისძიებაა. მისივე თქმით, პროექტის მიზანია, ქართული კულტურის პოპულარიზაცია პოლონეთში, ორი ხალხის კიდევ უფრო დაახლოება და ჩვენი ქვეყნის მაქსიმალურად წარმოჩენა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NuYYfdfgaBw&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები