ვახტანგ გომელაური: ჩემი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პრემიერმინისტრი, პარტია, გუნდი, მაგრამ ამაზე საუბარი არ ყოფილა

“რა თქმა უნდა, არ ყოფილა საუბარი”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, განიხილება თუ არა დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხი.

მინისტრის თქმით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრემიერმინისტრისა და მმართველი გუნდის პრეროგატივაა.

„ჩემი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ბატონი პრემიერმინისტრი, პარტია, გუნდი. დაახლოებით 9 წელია თანამდებობაზე ვარ. უსაფრთხოების სამსახურში რომ დავბრუნდი, ასჯერ მაინც ვარ გადაყენებული ოპოზიციის განცხადებებით. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი ისე იქნება“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები