ნატოს ლიდერები საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემაზე შეთანხმდნენ

ნატოს ლიდერები საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის გაძლიერებული ზომების პაკეტის გადაცემაზე, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
როგორც რასმუსენმა აღნიშნა, ამ ქვეყნების თხოვნის გათვალისწინებით, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ საქართველოს, იორდანიისა და მოლდოვასთვის თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნის ინიციატივის გაფართოვებაზე.
“თითოეული ქვეყნის ნატოში წევრობა განიხილება მისი კონკრეტული მიღწევების საფუძველზე. არანაირ მესამე ქვეყნებს არ ექნებათ უფლება ნატოს გაფართოებაზე ვეტოს დადების. ყველა კანდიდატს მოუწევს კიდევ უფრო მეტი გააკეთოს სხვადასხვა სფეროში და ჩვენ უზრუნველყოფთ მათ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ისინი საჭიროებენ”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები