ირაკლი ალასანია შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ნიუპორტში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, შვედ კოლეგას კარინ ენსტრომს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ალასანიამ უცხოელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა შვედი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.
მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კარინ ენსტრომს შვედი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გავლა შესთავაზა. შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ შვედ კოლეგას ქართული სამხედრო კონტინგენტის ნატოსა და ევროკავშირის მისიაში მონაიწლეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინის კრიზისსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები