„მარად უკვდავი სიყვარული“

     დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარ ია არსენიშვილის გამოფენა იხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ზეთისა და ბატიკის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, რომელიც ასახავს მხატვრის დამოკიდებულებას სამყაროსა და მარადიული თემების მიმართ, ავტორმა გააერთიანა სახელწოდებით – ,,მარად უკვდავი სიყვარული”. ია არსენიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული და მხატვართა კავშირის წევრი გახლავთ. 2000 წელს საქართველოს მხატვართა კავშირმა იგი დააჯილდოვა როგორც ,,წლის საუკეთესო მხატვარი – საუკეთესო ნამუშევრისთვის,” ხოლო 2003 წელს მერიის კულტურის სამსახურმა პროფესიონალის წოდება მიანიჭა. ია არსენიშვილი აქტიურად თანამშრომლობს გალერეა ,,ფიროსმანთან”, რომელიც ქალაქ სტამბულში მდებარეობს. გამოფენაზე მხატვრის ნამუშევრები სრულად იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია, ავტორმა ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები