რეპრესირებულებს კომპენსაცია გაეზრდებათ

საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულებს კომპენსაცია გაეზრდებათ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. კანონპროექტის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულებმა შესაძლოა, 2 ათას ლარამდე კომპენსაცია მიიღონ. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ აღნიშნული კანონმპროექტი რაც შეიძლება მალე იქცეს კანონად.
“მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ კანონპროექტი, რომელიც ეხება საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულთა უფლებების დაცვას. ეს არის 8 ათასამდე, უკვე ხანში შესული ადამიანი, რომლებიც აწამა და მსხვერპლად აქცია საბჭოთა რეჟიმმა. სტრასბურგის სასამართლოში ორმა ამგვარმა მოქალაქემ მოიგო საქმე და ჩვენ ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს დაგვევალა, რომ შეგვეცვალა კანონი. წინა მთავრობა ამაზე უარს ამბობდა, თუმცა დღეს ეს ცვლილებები ჩვენ დავამტკიცეთ და კანონში ჩავწერეთ, რომ კომპენსაცია, მაშინ, როცა ადეიშვილის დროინდელი სასამართლო დამცინავად, რეპრესირებულებს 200 ლარს აძლევდა, შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 ათას ლარამდე ავიდეს“,- აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, დასავლეთში მცხოვრებ მოხუც რეპრესირებულებს ქუთაისშიც შეეძლებათ, მიმართონ სასამართლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები