ოსკარის მოსაპოვებლად ოვაშვილის “სიმინდის კუნძული“ იბრძოლებს

   დღეს, კულტურის სამინისტროში ოსკარზე წარსადგენი ქართული კინოფილმი დასახელდა, რომელიც ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოსთვის უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში იბრძოლებს. სპეციალურმა კომისიამ გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოავლინა. ხმათა უმრავლესობა რეჟისორ გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულმა“ მოიპოვა. კონკურსში კიდევ სამი ქართული კინოფილმი მონაწილეობდა: „შემთხვევითი პაემნები“(რეჟ. ლევან კოღუაშვილი), „პატარძლები“ (რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი) და „ზღვარზე“(მარიამ ქაცარავა). საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში დასახელებულ 5 კინოფილმს ამერიკული კინოაკადემია 2015 წლის იანვარში გამოაცხადებს. გამარჯვებული 2015 წლის 22 თებერვალს, ოსკარის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები