ალეკო ელისაშვილი გიორგი ოქროპირიძის საქმეს იხსენებს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ოქროპირიძის საქმე ახსოვს, თუმცა დეტალები – არა.
„თავად საქმე მახსოვს, იმიტომ რომ დედამისი ძალიან აქტიური ქალბატონი იყო და არის კიდეც. მაგრამ თავად  საქმის დეტალები და კონკრეტულად ვისი თავდებობა იყო, არ მახსოვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილად დასახელებული გიორგი ოქროპირიძე ყოფილი პატიმარია, რომელმაც საპატიმრო შეწყალების წესით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები