ქორწინების იძულება დაისჯება

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება. ასევე შემოღებული იქნება ახალი ნორმები. ქორწინების, მათ შორის არარეგისტრირებულის იძულება დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე. იგივე ქმედება  არასრულწლოვანის მიმართ წინასწარი შეცნობით ჩადენილი, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია.
“ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონი და დაახლოებით 10-ზე მეტ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში მესამე მოსმენით გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები