ლენტეხში მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა
ლენტეხში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს. “ლენტეხში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო”, – წერს გიორგობიანი ფეისბუქზე.
ლენტეხის რაიონ სოფელ სასაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია.
“მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები მის დასაკავებლად”, – განუცხადეს “კვირას” შსს-ში.