ფესტივალი „კინოექსპრესი – სომხეთი-საქართველო“

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სომხეთის რესპუ ბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოქროს გარგრის კინემატოგრაფიის ფონდი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად ახალ პროექტს – „კინოექსპრესი სომხეთი-საქართველოს“ იწყებს. პროექტი გულისხმობს ექვსი უახლესი სომხური და ქართული ფილმის ჩვენებას სამცხე-ჯავახეთში, შირაქისა და ლორის რეგიონებში. „კინოექსპრესის“ პრეზენტაცია ივლისში ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 5-6 სექტემბერს პრეზენტაცია გაიმართება გიუმრისა და ამასიაში, ხოლო შემდეგ საქართველოში გადმოინაცვლებს. ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე და ბორჯომი „კინოექსპრესს“ 8-11 სექტემბერს უმასპინძლებენ. ოქტომბრის თვეში ფესტივალი მოგზაურობას ისევ სომხეთში განაგრძობს, კერძოდ, ვანაძორსა და ალავერდში. „კინოექსპრესი – სომხეთი-საქართველო“ დეკემბერში თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიხურება. პროექტი ხორციელდება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები