ფესტივალ „ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტი

გუშინ საღამოს, „ღამის სერენადების“ VI საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ლიანა ისაკაძის მოწვევით, კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები, მათ შორის ფლეიტისტი იოსი არნჰეიმი, ვიოლონჩელისტი ალექსანდრ კნიაზევი და პიანისტი სერგეი ბაბაიანი. კამერულ ორკესტრს „ვირტუოზები“ ცნობილი ლიტველი დირიჟორი გინტარას რინკევიჩუსი დირიჟორობდა. კონცერტზე მოცარტის, მენდელსონისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები შესრულდა.
კონცერტი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა და მას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც დაესწრო. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურის პალატის ორგანიზებით მიმდინარეობს. პირველად ის 1982 წელს ბიჭვინთაში გაიმართა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები