ერგნეთში დღეს რიგით 113-ე შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 113-ე შეხვედრა დღეს გაიმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, წინა შეხვედრის მსგავსად, დღეს მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

მისი თქმით, “დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში შვიდი მოქალაქე რჩება”.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება.

უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

დღევანდელ შეხვედრას ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტის პოსტკონფლიქტურ საკითხებში წარმომადგენლის” აპარატი ეხმიანება.

მათი თქმით, შეხვედრაზე იქნება განხილული უსაფრთხოების საკითხები, “სახელმწიფო საზღვრის დარღვევა”.

“სამხრეთ ოსური მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართული პოლიციის უკანონო პუნქტის ამოღების შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები