მეუფე იაკობი: სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა

“სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა. რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს”,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა.

„უწმინდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა. ეკლესიის მართვაც ვიცით. ჩვენ რაც გვეხება, ის მოგვთხოვეთ. ძალიან ხშირად ისეთ რამეს გვთხოვთ ხოლმე, რაც თქვენი საქმე არ არის. უშუალო საქმეს ნუ მოწყვეტთ, თორემ დანარჩენშიც თქვენთან ერთად ვიქნებით, ძალები არ გაგვაფანტვინოთ. ერთად უნდა ვიაროთ, ურთულესი პერიოდია და ეს პერიოდი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა. რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს. ვინმესთვის ცუდი გვსურს? არავისთვის“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები