ევროკავშირი რამდენიმე ირანელი სამხედრო ატაშეს გაძევებას მოითხოვს
ევროკავშირის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნებში ირანელი სამხედრო ატაშეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს და მათ გაძევებას მოითხოვს,- ამის შესახებ ინფორმაციას Euractiv-ი შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, შესაძლო შეზღუდვები დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ისლამური რესპუბლიკის რამდენიმე სამხედრო წარმომადგენელი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC, ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფები).
მანამდე, 29 იანვარს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაია კალასმა, X-ში განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით“.