პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა

მეათე მოწვევის პარლამენტის მესამე საგაზაფხულო სესია, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები იმართება.

საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

აღსანიშნავია, რომ 3 პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები