ბექა ოდიშარია: ჩვენი პოლიტიკური გუნდის ღირებულება არის სამშობლოს სიყვარული და მისი ღირსეული ევროპული მომავალი, ამ გზაზე არაერთ წარმატებას მივაღწიეთ, რომელიც დაკავშირებულია პრემიერის და ჩვენი გუნდის საერთო მუხლჩაუხრელ მუშაობასთან
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ნაცბოლშევიკებისგან“ იარლიყების მიწებებას აქვს მცდელობა.
„„ნაციონალებს“ აქვთ ჟინი ძალაუფლების, აქვთ ჟინი რევანშის. ერთი რამ აკლიათ მხოლოდ – დაიბრუნონ ხელისუფლება და მერე ამ ბინძურ ნარატივს, რომელიც მათი ბოლშევიკური ჭკუით, საფლავს გვითხრის და გვაწებებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყს, დაემატა მათთვის ნაცნობი ერთი ლოზუნგი და ამავე ტრიბუნიდან განაცხადონ „ნულოვანი ტოლერანტობა“. მერე ნახეთ თქვენ სისხლის კალოები. განვლილი ტკბილ მოგონებად მოგვეჩვენება. ფრთხილად, ეს მძიმე ისტორია არ გავიმეოროთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.