ოთარ გრიგოლია: საბედნიეროდ, წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ძალიან ხელშესახები და კონკრეტულია

„დღეს პრემიერმინისტრი არის ძალიან ძლიერი, გუნდი „ქართული ოცნება“ არის ძალიან ძლიერი და, საბედნიეროდ, ამას ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს“, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში გააკრიტიკეს.

„ხაზგასასმელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები, როგორ იცით ბოლო ორი წელია 10 %- იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მნიშვნელოვნად შემცირებულია სიღარიბე. იგეგმება ძალიან მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება. სამწუხაროდ, თქვენ არ გინდათ დაინახოთ ის, რაც რეალურად ამ ქვეყანაში კეთდება და ის წარმატება რაც რეალურად გვაქვს“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ სხდომაზე.

ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარმატება რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტულია.

“გასაგებია თქვენი აგრესია პრემიერ-მინისტრის მიმართ, ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ ერთი რამე ცხადია, საბედნიეროდ, წარმატება რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტულია და მოსახლეობის განწყობაც ამისი უტყუარი დასტურია”,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები