“4 ივლისს წარვადგენთ დეტალურ ანგარიშს, რა გაკეთდა და რა არის სამომავლოდ გასაკეთებელი იმისათვის, რომ ბოლომდე მივიდეს ის პროცესები, რომლებიც დავიწყეთ 12 პუნქტის ფარგლებში” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რას შეეხება 4 ივლისს მის მიერ დაანონსებული პრესკონფერენცია.

„ზუსტად ამ დროს შარშან გამოვაქვეყნეთ გეგმა, რომელიც უკავშირდებოდა 12 პუნქტის შესრულებას და ეს ერთი წელი დასრულდა. ეს დრო გავიდა და, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების წინაშე ანგარიშის წარდგენა.

ჩვენ დეტალურ ანგარიშს წარვუდგენთ საზოგადოებას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი, როგორია პროგრესი, ასევე გამოვეხმაურებით ევროკავშირის შეფასებას.

ეს იქნება დეტალური ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა და ასევე რა არის სამომავლოდ გასაკეთებელი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ბოლომდე მივიდეს ის პროცესები, რომელიც დავიწყეთ 12 პუნქტის ფარგლებში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები