“ნიკა გვარამია გამოუშვეს პოლარიზაციისთვის” – ირაკლი კობახიძე

„გვარამია გამოუშვეს პოლარიზაციისთვის. რეალურად, ვინც უკარნახა სალომე ზურაბიშვილს, რომ უნდა შეეწყალებინა გვარამია, მას ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი, ეს იყო პოლარიზაცია”,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვიცით, რომ გვარამია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში იყო ერთ-ერთი პოლარიზატორი, ვინც აღვივებდა პოლარიზაციას მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვარამიას შეწყალების უკან ერთადერთი მიზანი იყო, პოლარიზაციის გაღვივება და ეს დაადასტურა გვარამიამ თავისი გუშინდელი ინტერვიუთი. ის აგრძელებს პოლარიზაციის გაღვივებას, რაც ბუნებრივია, მისი გათავისუფლების მიზანი იყო, თუმცა რაიმე დიდი რესურსი არც გვარამიას არ აქვს. ის არის მორიგი პრიგოჟინისტი. მისი რესურსი არის ნულოვანი პოლიტიკაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები