კასპში ლევან ხაბეიშვილს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, „ლევან ხაბეიშვილს კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ და ამ ფორმით შეხვედრის ჩაშლა სცადეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დაპირისპირების დროს ლევან ხაბეიშვილს დაუზიანეს პირადი ავტომობილი, ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.