გაგლოევი “ვაგნერის” შემადგენლობაში მყოფ ოსებს მიმართავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მოუწოდა თანამემამულეებს, რომლებიც “ვაგნერის” შემადგენლობაში არიან, არ დაუჭირონ მხარი უკანონო ქმედებებს.

ასევე, მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

„უკრაინაში და მის გარშემო სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სრულ, ვლადიმერ ვლადიმროვიჩის ქმედებებს, რომელიც მიმართულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მხრიდან შეიარაღებული აჯანყების ჩახშობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ დროს, ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს საერთო მომავლის სასარგებლოდ.

„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც არიან “ვაგნერის” შემადგენლობაში, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ დაუჭირონ მხარი თავიანთი ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს“, – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები