სოხუმი ენგურზე კონტროლს აძლიერებს – ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გამკაცრებულ რეჟიმზე გადავიდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ე.წ. შსს-ს, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და ე.წ. პროკურატურის თანამშრომლები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს.

ამის შესახებ დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ე.წ. სუს-ი გააძლიერებს კონტროლს “საქართველოსა და რუსეთთან საზღვრებზე”, კონტროლზე აიყვანს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს და ე.წ. თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მუდმივ კონტაქტში იქნება რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზისა და სასაზღვრო რაზმის წარმომადგენლებთან.

ე.წ. შსს-ს გააძლიერებს ზომებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მათ შორის მასობრივი ღონისძიებების დროს; ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იქნება კავშირში ე.წ.სპეცოპერაციის ზონაში მყოფ აფხაზებთან.

ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ თქვა, რომ რუსეთში ვითარება კანონის შესაბამისად მოგვარდება და ხაზი გაუსვა ე.წ. რესპუბლიკაში სტაბილური ვითარების შენარჩუნების მნიშვნელობას.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ლევ კვიწინიამ განაცხადა, რომ “ვაგნერის” შემადგენლობაში აფხაზები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები