გელა დუმბაძე ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს მანანა თანდაშვილს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი ესწრებოდა. ქალბატონმა მანანა თანდაშვილმა სახელმწიფო მინისტრს მის მიერ ინიცირებული და განხორციელებული პროექტები გააცნო, მათ შორის, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა „კორპუს ლინგვისტიკის“ საკითხებზე, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი მასპინძლობს. პროექტში მონაწილეობს ასი ქართველი და შვიდი გერმანელი სტუდენტი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამის განხორციელების სტიმულს იძლევა. კერძოდ, განხილულ იქნა გოეთეს უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტების ერთი სასწავლო სემესტრით მივლინების ერთობლივი პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები