ახრა ავიძბას “პატნაშკამ” რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა

„დონბასის ველურმა დივიზიამ“ („პიატნაშკა“) რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ „პიატნაშკას“ ტელეგრამშია ნათქვამი.

2022 წლის 4 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, “სპეციალური ოპერაციის ზონაში” მებრძოლი ყველა მოხალისე სამხედროებთან ხდება გათანაბრებული და მათ შეუძლიათ, მიიღონ შეღავათები და სოციალური გარანტიები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი, შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი, რომ მოხალისეთა ყველა რაზმმა დოკუმენტს ხელი 1-ელ ივლისამდე უნდა მოაწეროს.

„პიატნაშკა“ კი, რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” დონბასის გასათავისუფლებლად მონაწილეობს.

მის რიგებში აფხაზი მოხალისეებიც იბრძვიან, ხელმძღვანელი კი ახრა ავიძბაა.

ავიძბა დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. თანაშემწის თანამდებობასაც იკავებდა. თუმცა, 2014 წლის მოვლენებისთვის იგი უკრაინას საერთაშორისო ძებნაში ჰყავდა გამოცხადებული.

“კონტრდაზვერვამ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქემ, 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნით ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას “ინტერნაციონალური რაზმი “პიატნაშკა”,- ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ახრა ავიძბა, იგივე “აფხაზი”, უშუალოდ მონაწილეობდა დონეცკის ტერიტორიაზე უკრაინის ძალოვანების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში, ასევე ის არაადამიანურად ეპყრობოდა და აწამებდა ტყვედ აყვანილი უკრაინელ სამხედროებს, და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებით იყო დაკავებული.

2020 წლის ივნისში ის ასლან ბჟანიას ე.წ.საერთაშორისო კავშირების საკითხებში თანაშემწედ დაინიშნა, თუმცა, იმავე წლის ნოემბერში ე.წ. თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები