სოხუმის საკათედრო ტაძარს წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის ნეშტი გადასცეს

წმინდა მოწამე ბონიფაცის საქველმოქმედო ფონდმა სოხუმის საკათედრო ტაძარს წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის ნეშტი შესწირა.

“აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა”, ვისარიონ აპლიამ აღნიშნა, რომ ნეშტის გადაცემა ე.წ. რესპუბლიკის ქრისტიანებისთვის დიდ სიხარულს წარმოადგენს.

“ეს არის ისტორიული მოვლენაა. სვიმონ კანანელის ნეშტი ახალ ათონში გვაქვს, მაგრამ ნაწილები დამასკოში წაიღეს, როდესაც აქ სპარსეთის სამეფო იყო და შემდეგ, როცა ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო, დამასკოდან ევროპაში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა მან.

საკათედრო ტაძარს ასევე გადაეცა მედალიონი „წმინდა მოციქული სიმონ კანანიტი“, რომელიც ინახებოდა ტრეტიაკოვის სახელობის კვლევითი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დირექტორ ალექსანდრე ჭვალასთან.

მოოქროვილი ვერცხლის მედალიონი თარიღდება, სავარაუდოდ, მე-17 საუკუნის ბოლო მეოთხედით – მე-18 საუკუნის დასაწყისით. ის იტალიაშია დამზადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები