რუსთაველის თეატრი 136-ე სეზონს პრემიერით ხსნის

16 სექტემბერს, 19 :00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში 136-ე სეზონი სპექტაკლის “ასულნი” პრემიერით გაიხსნება. სპექტაკლი რეჟისორმა რობერტ სტურუამ პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით დადგა. სპექტაკლი ეძღვნება პოლიკარპე კაკაბაძის 120 წლის იუბილეს. წარმოდგენაში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო არსენიშვილი, მანანა გამცემლიძე, თათული დოლიძე, მარინა კახიანი, ზაზა ლებანიძე, ნანა ლორთქიფანიძე, ეკა მინდიაშვილი, მარიკა ჭიჭინაძე, დარეჯან ხარშილაძე და მარინა ჯანაშია.
რუსთაველის თეატრში სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენა 17, 26 და 27 სექტემბერსაც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები