გიორგი ჩაკვეტაძე: 12- პუნქტიან რეკომენდაციებს, ჯერჯერობით, მხოლოდ „ქართული ოცნება” ასრულებს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომლებიც ქართული დელეგაციის წევრებმა, ბრიუსელში ასოცირების კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე გაახმოვანეს.

„ქართულმა დელეგაციამ ჩვენ პარტნიორებს სამი ძირითადი გზავნილი გავაცანით. პირველი, ეს არის, რომ ჯერჯერობით მხოლოდ „ქართული ოცნება” ასრულებს 12 პუნქტს. მეორე არის, რომ არცერთი პირის, მათ შორის არც ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი საქმე და ბედი არ შეიძლება გახდეს ჩვენი ევროპული მომავლის საპირწონე და მესამე, რასაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებოდით და ვეუბნებით არის, ის რომ დეპოლარიზაცია შეუძლებელია დაასრულოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიგვეღო”, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გიორგი ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას სალომე სამადაშვილს მიმართა: „ქალბატონი სალომე იყო დიპლომატი და ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ისიც კი ვნახეთ, რომ ეს ადამიანი თავისი ქვეყნის დასანქცირებას ითხოვდა და მაინტერესებს, ეს როგორი ევროპული ღირებულებაა და როგორ წარმოუდგენია კანდიდატის სტატუსის მიღება ოპოზიციის ამ ტიპის მონაწილეობით ამ პროცესში”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები