National Library of Georgia-ის საგამოფენო დარბაზში, ეროვნული სასახლის არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულება-ის წრეების „ხის სათამაშოები“ და „დიზაინი დამწყებთათვის“ აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

13 ივნისს,14:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia-ის საგამოფენო დარბაზში, ეროვნული სასახლის არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულება-ის წრეების „ხის სათამაშოები“ და „დიზაინი დამწყებთათვის“ აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება აღსაზრდელთა მიერ შექმნილი მექანიკური სათამაშოები, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული სათამაშო ასაწყობი ფაზლები და ქაღალდის ფერადი აპლიკაციების ორიგინალური ნამუშევრები.
დასწრება თავისუფალია, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები