სექტემბერში „ქარის მოტანილი წერილების“ დღე გაიმართება
22 სექტემბერს საქართველოში „ქარის მოტანილი წერილების დღე“ გაიმართება. ეს დღე საქართველოში უკვე მეხუთე წელია აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს წერილებს ადრესატის და ავტორის მითითების გარეშე წერენ და მისამართის გარეშე, ნებისმიერ ადგილას ტოვებენ. წერილები აუცილებლად ხელნაწერია.