შალვა პაპუაშვილი: არ ვაპირებთ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას არ აპირებს.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს – ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები