შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა მოუწოდონ სააკაშვილს, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს

“მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით არანაირი შეზღუდვა არ აქვს. მას ყველა სათანადო სერვისი და მომსახურება მიეწოდება. ამით დასტურდება ისიც, რომ ის მდგომარეობა, რაზეც ის და მისი ახლობლები საუბრობენ, მხოლოდ მისი ქცევითაა გამოწვეული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილს, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს.

„იცით, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშის საფუძველი გახდა. ელჩები იუსტიციის მინისტრთან მივიდნენ ამ თემის გამო, თუმცა, ამ დემარშს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი. მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით არანაირი შეზღუდვა არ აქვს. მას ყველა სათანადო სერვისი და მომსახურება მიეწოდება. ამით დასტურდება ისიც, რომ ის მდგომარეობა, რაზეც ის და მისი ახლობლები საუბრობენ, მხოლოდ მისი ქცევითაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ნაცვლად თვითდაზიანების წახალისებისა, ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილს, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები