შალვა პაპუაშვილი სლავკოვის სამეულის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარს, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკასა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა ადამოვას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებაა.

„შალვა პაპუაშვილმა სლავკომის სამეულს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით, აგრეთვე, მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები.

სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ვიზიტი სლავკოვის სამეულისთვის პირველ ერთობლივ საგარეო ვიზიტს წარმოადგენს. მათ დაადასტურეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ამ გზაზე საქართველოს დახმარების მზაობა გამოხატეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები