მიხეილ სარჯველაძე: ხაბეიშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, მოგამზადებთ, რათა ბარიერი გადალახოთო, ყველასთვის გამოცანად რჩება, რა ხერხით და როგორ აპირებს ამას

კიდევ არაუშავდა, გაერთიანება რომ შეეთავაზებინა, შესთავაზა გამეცადინებთ თუ მოგამზადებთო, რათა ბარიერი გადალახოთო. რა ხერხით და როგორ აპირებს, ეს ყველასთვის გამოცანად რჩება,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობის ფონზე ოპოზიციის გაერთიანების დემონსტრირება ხდება.

„არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ირგვლივ ორბიტაზე მოძრავი შედარებით პატარა პოლიტიკური პარტიები. რეალურად, ამის დემონსტრირება ხდება, რადგან, ადრე თუ გვიან, დღის წესრიგში დადგებოდა მათი გაერთიანებისა და ერთ მთლიანობად დემონსტრირების საკითხი. შესაბამისად, ეს პრობლემა რაკი დაუდგათ, რაკი ამაზე ალაპარაკდნენ, მათ უწევთ შეკოწიწება რესურსებისა იმ ფონზე, როცა აშკარად განიცდიან, რომ საზოგადოების მხარდაჭერის ძალიან მწვავე დეფიციტი აქვთ. ასეთ დროს მათთვის ღირებულია, სატელიტებად გაფორმებული ყველა პოლიტიკური პარტია მათ აქტივში შეიყვანონ და ამ გზით გააგრძელონ არსებობისთვის ბრძოლა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები