მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერი რუსული თუ მიუღებელია, მაშინ რატომ არის თავად ხოშტარია ასეთი დაფინანსების მიმღები, საზოგადოება ამ კითხვას სვამს და იმსახურებს, რომ ხოშტარიამ პასუხები გასცეს

იმ ადამიანს, ვის მიმართაც აგრესია განუხორციელებია ელენე ხოშტარიას, ალბათ, ყველას უჩნდება სამართლიანი კითხვა – თუკი ყველაფერი მიუღებელია რუსული, მაშინ რატომ არის თავად ხოშტარია ასეთი დაფინანსების მიმღები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

„არ ვიცი, რა შეფასება უნდა გავაკეთო, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო აქტიურად გააგრძელებენ ანტირუსული პროპაგანდის გეგმის განხორციელებას, თუ შესრულებას. არ ვიცი, უცნაურად გამოიყურება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ალბათ, თითოეულ ადამიანს, ვის მიმართაც აგრესია განუხორციელებია ელენე ხოშტარიას, ყველას უჩნდება სამართლიანი კითხვა: თუკი ყველაფერი მიუღებელია რუსული, მაშინ რატომ არის თავად ხოშტარია ასეთი დაფინანსების მიმღები. ბუნებრივია, საზოგადოება ამ კითხვას სვამს და იმსახურებს, რომ ქალბატონმა ხოშტარიამ პასუხები გასცეს. ამის იქით სხვა შეფასების გაკეთება, უბრალოდ შეუძლებელია“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები