შალვა პაპუაშვილი: არაფერი „ნაცმოძრაობისგან“ არ გამოვა, გამომდინარე იმ ფილოსოფიიდან, რაზეც არის დაყრდნობილი ეს პარტია

„აღარ ვიცი, რამდენჯერ უნდა უთხრას ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი. უკვე მგონი 9 თუ 10 არჩევნები იყო, როდესაც ქართველმა ხალხმა ცხადი უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობამ” საკუთარი დანაშაული უნდა გააცნობიეროს.

“არაფერი „ნაციონალური მოძრაობისგან“ არ გამოვა, გამომდინარე იმ ფილოსოფიიდან, რაზეც არის დაყრდნობილი ეს პარტია, ვიდრე ისინი არ გააცნობიერებენ საკუთარ დანაშაულს, ვიდრე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს არ მოუწოდებენ, რომ მან საკუთარი დანაშაულის გამო პასუხი აგოს და შეეგუოს ამ საკითხს, ვიდრე ისინი არ ჩამოიცილებენ იმ ადამიანებს, ვინც ამ დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი არიან, ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს და სხვებს, რომლებმაც ის დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, მაშინ, რომელიც ადამიანის ღირსების აყრაზე იყო დაფუძნებული, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“, რა თქმა უნდა, არ აქვს შანსი რომ ქართველმა ხალხმა მას ხელისუფლების მანდატი მისცეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები