რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილზე: როდესაც იქნება შესაბამისი სამედიცინო პირობები, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში

“როგორც კი იქნება შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ სამედიცინო პირობებს, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით უწყებას სამედიცინო პერსონალთან რეგულარი კონტაქტი აქვს.

„ზოგადად, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის საფრთხე, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული პატიმარი. შესაბამისი პირობები როდესაც დადგება, ის გადაყვანილი იქნება. ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და როგორც მოგახსენეთ, როგორც კი იქნება შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ სამედიცინო პირობებს, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები