პაველ ჰერჩინსკი: ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით

“ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შემიძლია, განვმარტო პროცესი – ახლა ევროკომისია მუშაობს ე.წ. გაფართოების ანგარიშზე. ეს გაფართოების ანგარიში დაფუძნებულია ბევრ სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის, იმაზე, რომელიც მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით და შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება 27 წევრ ქვეყანაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე, გადაწყვიტონ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით. თუ მეკითხებით ჩემს პირად მოსაზრებას, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები