მამუკა მდინარაძე: ერთი ცნობილი ძველი ქართული ტელეფილმი მახსენდება, „ვის უნდა უჯიკონ თვითონ საჯიკებლებმა“ – ასე გამოდის ეს ამბავი

„ერთი ცნობილი ძველი ქართული ტელეფილმი მახსენდება, „ვის უნდა უჯიკონ თვითონ საჯიკებლებმა“ – ასე გამოდის ეს ამბავი. ამის აღიარება მოხდა ფაქტობრივად, იმიტომ, რომ ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდა ლობისტები”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, „ფორმულამ“ ლობისტურ კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა.

მდინარაძის თქმით, მას პრეცედენტი არ ახსენდება, როცა ტელევიზიას ვინმემ ლობისტები დაუქირავა შელახული რეპუტაციის, იმიჯის აღსადგენად.

“ჯერ აუცილებლად ის უნდა აღვნიშნოთ, რომ აგენტების ამერიკულ კანონს იმიტომ დაარქვეს საქართველოში ჩვენმა ოპონენტებმა რუსული კანონი, აი, ასეთი ამბები რომ არ გამსკდარიყო, რადგან ამერიკული ანალოგიური კანონიდან ბევრი რამ გავიგეთ, მათ შორის ისიც, რომ თურმე „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს სჭირდებათ ლობისტური კომპანიების დაქირავება შელახული იმიჯის გამოსასწორებლად.

ერთი ცნობილი ძველი ქართული ტელეფილმი მახსენდება, „ვის უნდა უჯიკონ თვითონ საჯიკებლებმა“ – ასე გამოდის ეს ამბავი. ამის აღიარება მოხდა ფაქტობრივად, იმიტომ, რომ ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდა ლობისტები. შემდეგ, არ ვიცი ამის გადასაფარად იყო თუ დაემთხვა, ასევე თავად საჯიკებელმა ხაბეიშვილმა სხვებს შესთავაზა დახმარება. საჯიკებლების დღე გვაქვს დღეს – „ნაცმოძრაობის“ და მისი ტელევიზიების, ასე გამოდის. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად, წარმოუდგენელი ამბავია. შეიძლება იყოს, მაგრამ მე პრეცედენტი არ მახსენდება, როცა ტელევიზიას ვინმემ ლობისტები დაუქირავა შელახული რეპუტაციის, იმიჯის აღსადგენად. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებს ეს სჭირდებათ და თავადვე აღიარეს საკუთარი მოქმედებებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები