რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობა” ქართული პოლიტიკური სივრცის შავი ლაქაა

”ის ლიდერები, რაც ამ პარტიას ჰყავს, რომლებსაც არანაირი რეიტინგი და ავტორიტეტი არ გააჩნიათ, კიდევ უფრო მეტად აჩვენებს იმ კრიზისს, რაც კრიზისშიც ეს პარტია იმყოფება”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ოპოზიციური პარტია ქართული პოლიტიკური სივრცის შავი ლაქაა.

“უცხო ქვეყნის მოქალაქის და ყველაზე მასშტაბური დამნაშავის იმედად რომ არის ისევ “ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის ამ პარტიის ძალიან დიდი ტრაგედია. მეორე, ის ლიდერები, რაც ამ პარტიას ჰყავს, რომლებსაც არანაირი რეიტინგი და ავტორიტეტი არ გააჩნიათ, კიდევ უფრო მეტად აჩვენებს იმ კრიზისს, რაც კრიზისშიც ეს პარტია იმყოფება. ცხადია, ამ პროცესებისგან ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, ვინაიდან, “ნაციონალური მოძრაობა” არის შავი ლაქა ქართული პოლიტიკური სივრცის. ეს ადამიანები ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, ეს არის ვადაგასული, ურეიტინგო პოლიტიკოსების კრებული, შესაბამისად, შედეგი ორივე შემთხვევაში იქნება ერთი, რომ ეს პოლიტიკური პარტია დაამთავრებს მოღვაწეობას ქართულ პოლიტიკაში, რაც ვფიქრობ, რომ ცალსახად პოზიტიური მოვლენა იქნება”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები