მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ კლასტერის შიგნით ცდილობენ სახელებს და გვარებს დაუკავშირონ წარსული ცოდვები

„ნაცმოძრაობის“ კლასტერის შიგნით ცდილობენ სახელებს და გვარებს დაუკავშირონ წარსული ცოდვები, რაც მრავლად აქვთ თავისი პოლიტიკური ე.წ. მოღვაწეობის პერიოდში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღესაც, ვინც “ნაცმოძრაობის” პოლიტიკას იზიარებს, 2012 წლამდე იმ ცოდვებსაც იზიარებს და თანაავტორი ხდება იმ ყველაფრის, რაც მათ ჩადენილი ჰქონდათ თავის დროზე.

„სახელებს და გვარებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ნაცმოძრაობის კლასტერის შიგნით ცდილობენ სახელებს და გვარებს დაუკავშირონ ის წარსული ცოდვები, რაც მრავლად აქვთ თავისი პოლიტიკური ე.წ. მოღვაწეობის პერიოდში. 2012 წლამდე თანაბრად უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა ყველას, იმიტომ, რომ ყველა იმ ბოროტი, მკვლელი სისტემის შემოქმედი იყო და ცალკე აღებული ერთი ან ორი სახელი და გვარი იმ ყველაფერს ვერ უზრუნველყოფდა. დღესაც, ვინც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას იზიარებს, 2012 წლამდე იმ ცოდვებსაც იზიარებს და თანაავტორი ხდება იმ ყველაფრის, რაც მათ ჩადენილი ჰქონდათ თავის დროზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები