პრემიერი: დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე

ასევე, სამუშაო ადგილებზე მინდა, ვთქვა ორიოდე სიტყვით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა პირველ კვარტალში, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, მაშინ ჯერ კიდევ  არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული და მაშინ იყო 31 000 და ეს მაშინ ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, რამდენიმე, სულ ორი  წლის შემდეგ, გვაქვს 42 000 პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.

„იცით, რომ წინა კვირას ამის თაობაზე ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა საუბარი, ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ამის თაობაზე მონაცემები, დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას,  უმუშევრობა არის შემცირებული, ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები