ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში – „Ars Georgica“ მინანქრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

1- 9 ივნისის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული სასახლის მინანქრის წრისა და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის გადაწყვეტილებით, გიწვევთ ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში – „Ars Georgica“ მინანქრის ნამუშევრების გამოფენაზე.

ეროვნული სასახლის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მინანქრის სიმპოზიუმის მონაწილეთა ნამუშევრები. სიმპოზიუმის თემა „ქართული ანბანი“ იყო. წინასწარ შერჩეულმა ახალგაზრდებმა პროფესიონალების ჩართულობით, შექმნეს უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც მომავალში ეროვნული სასახლის მუზეუმს გადაეცემა. სიმპოზიუმი ყოველწლიურად ეროვნული სასახლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“-ს პედაგოგების – საქართველოს დამსახურებული მხატვრის მიხეილ ცალქალამანიძისა და მხატვარ რუსუდან ცალქალამანიძის ინიციატივით იმართება. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები