გია ვოლსკი: ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელის ხშირი ხსენება გამოსავალია, რათა როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, რაშიც დღეს „ნაცმოძრაობა“ იმყოფება
ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელის ხშირი ხსენება გამოსავალია, რათა როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, რაშიც დღეს “ნაცმოძრაობა“ იმყოფება – როდესაც ვამბობ, რომ ნაგავში იმყოფება, მთელს იმ გუნდს ვგულისხმობ, რომელშიც დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი შედიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის აგრესიული დაჯგუფება – რევოლუციური სცენარით.
“ლევან ხაბეიშვილის განცხადებების კომენტირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. მშრალი ფაქტი ის არის, რომ სურს გარშემო კოალიცია შეინარჩუნონ. ამისთვის მიხეილ სააკაშვილის სახელი არის ერთი ხავსი, რომელსაც შეიძლება ჩამოეკიდონ. დანარჩენი რესურსი – ინტელექტუალური რესურსი, პროგრამა ან გიგანტური აზრებით, რითაც სხვა რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს თავს მოაწონებენ, არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.