პაატა მანჯგალაძე: ყოველდღე პარლამენტში მაქვს ურთიერთობა ლევან ხაბეიშვილთან და არ მინახავს არასოდეს, რაიმე საკითხის გადაწყვეტისას დაერეკა მერაბიშვილისთვის, ან კეზერაშვილისთვის
“მე ყოველდღე პარლამენტში მაქვს ურთიერთობა ლევან ხაბეიშვილთან და არ მინახავს არასოდეს, რაიმე საკითხის გადაწყვეტისას დაერეკა მერაბიშვილისთვის, ან კეზერაშვილისთვის”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე იტყვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე მიაღწევს წარმატებას ოპოზიციაში, ეს იქნება შეცდომა.
“ამ მოცემულობაში, “სტრატეგია აღმაშენებელი” ფიქრობს, რომ აუცილებელია კოალიცია პროდასავლური ძალების, რადგან ამ კოალიციის გარეშე გამარჯვება არის გამორიცხული. თუ ვინმე იტყვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე მიაღწევს წარმატებას ოპოზიციაში, ეს იქნება შეცდომა, რაღაცა ფორმით თანამშრომლობა ყველას მოგვიწევს. მე ყოველდღე პარლამენტში მაქვს ურთიერთობა ლევან ხაბეიშვილთან და არ მინახავს არასოდეს, რაიმე საკითხის გადაწყვეტისას დაერეკა მერაბიშვილისთვის, ან კეზერაშვილისთვის”, – განაცხადა მანჯგალაძემ.