ბექა ლილუაშვილი: კარგად ვიცით, როგორ ეხმარება “ნაცმოძრაობა” “ქართულ ოცნებას”

“ძალიან კარგად ვიცით, როგორ ეხმარება “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” “ნაცმოძრაობასთან” სისტემურ თანამშრომლობას არ აპირებს.

“ვიხილეთ “ნაციონალური მოძრაობის” ძალისხმევა მიხმარების “ქართული ოცნებისთვის” და დავინახეთ, მისმა ფრაქციის წევრებმა როგორ დაანიშნინა მისთვის სასურველი კანდიდატი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ძალიან კარგად ვიცით, როგორ ეხმარება “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას”, როცა მისგან ქმნის მტრის ხატს და წლებია იმარჯვებს არჩევნებზე. ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია. არანაირ სისტემურ თანამშრომლობას “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვაპირებთ და ისე საკითხების მიხედვით ვითანამშრომლებთ ყველასთან, როცა ეს საკითხი ჩვენთვისაც მისაღებია”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები