სერგო ჩიხლაძე – ხოშტარიაზე: მე არ ვიცი, ვის რა ჩაერიცხა
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სერგო ჩიხლაძე ერთ-ერთი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.
“მე არ ვიცი, ვის რა ჩაერიცხა. მე ვიცი, რომ კადიროველები დარბიან საქართველოში, ლავროვებს ეპატიჟებიან და ესკორტებით დაატარებენ, მე ვიცი, რომ რუს მაღალჩინოსნებს მასპინძლობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ეს არის პრობლემა ამ ქვეყანაში”, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ცნობისთვის, “კურიერის” ინფორმაციით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.